logo_geo
ბაზარში შევარდნილმა სატვირთომ ოცი ადამიანი იმსხვერპლა
- +

13 იანვარი. 2019. 17:01

 

ნიგერიის ეკიტის შტატში ბაზარში სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა.

 

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ივოროკოში მოხდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, სატვირთოს მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც ბრინჯით იყო დატვირთული. ვიდრე ის ადამიანებს იმსხვერპლებდა, ორ ავტომანქანასაც დაეჯახა.

 

სამართალდამცველთა ცნობით, სატვირთო დიდი სისწრაფით მიდიოდა, რა დროსაც მართვის კონტროლი დაკარგა. დაღუპულთაგან უმეტესობა ბაზარში სავაჭროდ მისული ადამიანები იყვნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი