logo_geo
პოლონეთი კალინინგრადის ყურეში ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავს
- +

14 იანვარი. 2019. 01:16

 

 

პოლონეთი, რეგიონში უსაფრთხოების მიზნით, კალინინგრადის ყურეში, პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში ხელოვნური კუნძულის აგებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Onet-ი იუწყება.

 

კუნძულის მშენებლობისას გამოიყენებენ გრუნტს, რომელსაც საზღვაო გადაზიდვების არხის გაჭრისას ამოიღებენ. კუნძული ზღვის დონიდან 2-3 მეტრი სიმაღლის, 2 კილომეტრი სიგრძის და 1 კილომეტრი სიგანის იქნება. მას ელიფსის ფორმა ექნება.

 

მას ტურისტული დანიშნულებით არ გამოიყენებენ.

 

კუნძული საზღვაო გზის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში აშენდება. ეს გზა ბალტიის ყურეს გდანსკის ყურესთან დააკავშირებს. პროგრამის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების და რეგიონში მისი თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი