logo_geo
ქალაქ გდანსკის მერს, პოლონეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
- +

15 იანვარი. 2019. 15:16

 

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ვარშავაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მდუმარე მიტინგის მონაწილეებმა სიძულვილი და ძალადობა დაგმეს. აქცია პოლონეთის დედაქალაქის მერის რადალ ტშასკოვსკის მიერ იყო ორგანიზებული. მან სიძულვილის წინააღმდეგ მიტინგი ჯერ კიდევ მანამდე დაგეგმა, ვიდრე გდანსკის მერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა. პაველ ადამოვიჩის მკვლელობის გამო ვარშავაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

53 წლის პაველ ადამოვიჩი სცენაზე ასობით ადამიანის თვალწინ გუშინ საღამოს დაჭრეს. თავდამსხმელი ყვიროდა, რომ წინა მთავრობის დროს ციხეში უკანონოდ ჩასვეს და აწამეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამოვიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა პოლიტიკოსის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

big_banner
არქივი