logo_geo
ჩეჩნეთში ლგბტ პირებს აპატიმრებენ და წამებით კლავენ
- +

16 იანვარი. 2019. 01:08

 

 

ჩეჩნეთში „ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული წმენდა“ გრძელდება.

 

„რუსეთის ლგბტ ქსელის“ აქტივისტების განცხადებით, დეკემბრის შემდეგ ჩეჩნეთში 40 პირი დააკავეს, მათგან ორი კი წამების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

აქტივისტთა ჯგუფი ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებს 2017 წლიდან უწევს მონიტორინგს. მათ ახალ ანგარიშზე მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ეს მონაცემები „სრული სიცრუეა“.

 

 

ჩეჩნეთის ავტორიტარული მმართველი რამზან კადიროვი ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკანონო დაკავებების შესახებ ბრალდებებს უარყოფს. იგი ასევე ირწმუნება, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჰომოსექსუალები საერთოდ არ ცხოვრობენ.

 

 

მიუხედავად ბრალდების უარყოფისა, არაერთი დაზარალებული აცხადებს, რომ ჩეჩნეთში ისინი სექსუალური ორიენტაციის გამო დააკავეს ან მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი