logo_geo
ნიუ-იორკში 60 წლის წინ აგებული ხიდი დაანგრიეს
- +

16 იანვარი. 2019. 15:08

 

 

ნიუ-იორკში, მდინარე ჰუდსონზე გადებული ხიდი კონტროლირებადი აფეთქების საშუალებით დაანგრიეს. ხიდს, რომელიც 60 წლის წინ ააგეს, წელს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა. ამის შესახებ „New York Post“ წერს.

 

ხიდის დემონტაჟს მეგაპოლისის მცხოვრებლებიც აკვირდებოდნენ. სანაპირო დაცვის სამსახურს ხიდის გარშემო კილომეტრიანი რადიუსი გადაკეტილი ჰქონდა. ასევე მის შემცვლელ ხიდზე, რომელიც 2017 წელს ააგეს, მოძრაობა 45 წუთით აკრძალეს.

 

სწორედ ეს დრო დასჭირდა ძველი ნაგებობის აღებას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი