logo_geo
გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს
- +

16 იანვარი. 2019. 17:50

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედეგად რუსი ბიზნესმენი დაშავდა.

 

დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ე.წ. სამინისტროს ცნობით, ინციდენტი 15 იანვარს გაგრაში, ლძაას დასახლებაში მოხდა. ბიზნესმენს ხელში პაკეტი აუფეთქდა, რომელიც თავის მანქანაში იპოვა. მიხაილ ევალენკო აფხაზეთში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა.

 

დაშავებული ბიზნესმენი სოჭში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი