logo_geo
საფრანგეთში, ქალაქ ლიონის უნივერსიტეტის კამპუსში აფეთქება მოხდა
- +

17 იანვარი. 2019. 14:33

 

საფრანგეთში, ქალაქ ლიონის უნივერსიტეტის კამპუსში აფეთქება მოხდა.

 

ფრანგული მედიის ინფომრაციით, აფეთქება სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა, როდესაც ტერასაზე გაზის ბალონები აფეთქდა. მომხდარის შედეგად უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა.

 

უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუირება განხორციელდა.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი