logo_geo
მეცნიერებმა სამყაროს აღსასრულის ახალი თარიღი დაასახელეს!
- +

18 იანვარი. 2019. 03:04

 

 

მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ რამდენიმე ათწლეულში მსოფლიო ოკეანე ყველა ქალაქს ჩაძირავს, სამყაროზე ძალაუფლებას მედუზები ჩაიგდებენ ხელში და მინიმუმ 100 მლნ ადამიანი დაიღუპება.

 

წყლის დონე მსოფლიო ოკეანეში 2100 წლისთვის მეტრზე მეტს მოიმატებს - სწორედ ეს არის ნათქვამი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ექსპერტების მთავრობათაშორისი ჯგუფის ახალ მოხსენებაში.

 

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანის დამღუპველი საქმიანობაა.

 

კლიმატოლოგები ერთგვარ გამოსავალსაც გვთავაზობენ: სიტუაცია რომ შეიცვალოს, აუცილებელია სასწრაფოდ შემცირდეს მოპოვებული საწვავის დაწვის შედეგად დარჩენილი პროდუქტების ატმოსფეროში გავრცელების მოცულობა.

 

მოხსენებაში წარმოდგე­ნილი მონაცემების განხილვა იგეგმება სტოკჰოლმის კონფერენცი­აზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები. კონფერენციის შედეგებს სექტემბერში გამოაქვეყნებენ.

 

გერმანელი სპეციალისტები დამატებით აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ფსკერი, პრაქტიკულად, ნარჩენების სასაფლაოდ იქცა - მთლიანად მოფენილია პლასტიკური და სხვა სახის ნაგვით. სიტუაცია უკიდურესად დამღუპველია ეკოსფეროსთვის.

 

გლობალური დათბობა ადამიანებსაც ემუქრებათ. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, 2030 წლისთვის ის 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი