logo_geo
Disney-ის ციხესიმაგრეების დასახლება თურქეთში
- +

18 იანვარი. 2019. 23:36

 

The Burj Al Babas​ თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბოლუს პროვინციაში მდებარეობს. დასახლებაში ზუსტად ისეთი ციხესიმაგრეებია, როგორშიც Disney-ის მულტფილმის გმირები ცხოვრობენ. სოფელში სულ 732 შატოს სტილის ვილაა.

 

პროექტი 2014 წელს დაიწყო. „ზღაპრული სასახლეები“ Sarot Group-მა ააშენა. თავდაპირველად, თითქოს, საქმე არც ისე ცუდად მიდიოდა. 350 ვილა კატარის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლებმა შეიძინეს. მშენებლების გათვლაც ეს იყო – ციხესიმაგრეები სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშენდა.

 

 

ყველა სასახლეში არის მეჩეთი, სავაჭრო ცენტრი, საცურაო აუზი, თურქული აბანო, სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრები. დასახლებას გარშემო ტყე აკრავს.

 

თუმცა, The Burj Al Babas​-ში მოვლენები არც ისე ზღაპრულად განვითარდა. გაყიდული ვილების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. Sarot Group-ს $27 მილიონი ვალი დაედო და პროექტი ვერ დაასრულა. ციხესიმაგრეებში დრო და მშენებლობა გაჩერდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს.

 

თუმცა, Sarot Group-ის ხელმძღვანელობა ამ ვერდიქტს არ ეთანხმება და გადაწყვეტილების მომდევნო ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

 

„ამ პროექტის ღირებულება $200 მილიონი დოლარია. 100 ვილა რომ გავყიდოთ, ვალს სრულად დავფარავთ, 4-5 თვეში ამ კრიზისსაც დავძლევთ და იმედი გვაქვს, რომ 2019 წელს პროექტი ნაწილობრივ გაიხსნება“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი