logo_geo
ტრიპოლიში შეტაკებების დროს ფოტოკორესპონდენტი დაიღუპა
- +

20 იანვარი. 2019. 01:57

 

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებების დროს სააგენტო „Associated Press“-ისთვის მომუშავე ფოტოკორესპონდენტი მუჰამედ ბენ ხალიფა დაიღუპა.

 

მუჰამედ ბენ ხალიფა ტრიპოლიში შეიარაღებულ შეტაკებებს აშუქებდა, რომელიც უკვე სამი დღეა, ლიბიის დედაქალაქში დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფოტოკორესპონდენტი არეულობის მე-15 მსხვერპლია.

 

გარდაცვლილთა შორის სამი მშვიდობიანი მცხოვრებია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი