logo_geo
კვლევა: ქაღალდის ქვითრების 90% ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს
- +

20 იანვარი. 2019. 19:12

 

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ქაღალდის ქვითრების 90% ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც სიმსივნეს იწვევს. მათი თქმით, ქვითრები კეთდება „თერმული ქაღალდისგან“, რომელიც ბისფენოლ A-ს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

 

ასეთ დასკვნამდე მივიდა ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით შეკრებილი საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც სხვადასხვანაირი 112 ქვითრის და ბილეთის ნიმუში შეისწავლა ბრაზილიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. 

 

ბისფენოლ A-ს ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახის სიმსივნის, უშვილობის, აუტიზმის, ყურადღების დეფიციტის სინდრომის, ასევე ჰიპერაქტიულობის, სიმსუქნის, მეორე ტიპის დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობისა და ადრეული სქესობრივი განვითარების გამოწვევა შეუძლია.

 

ქაღალდის წარმოებისას ბისფენოლ A ემატება იმისთვის, რომ მასზე დაბეჭდილი უფრო მკვეთრად ჩანდეს და დამატებითი მელნის გამოყენება საჭირო არ იყოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი