logo_geo
მადონას ციხე ემუქრება?!
- +

24 იანვარი. 2017. 01:25


 


აშშ-ის პრეზიდენტის გუნდის წევრ ნიუთ ჰინგრიჩის აზრით, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი მადონა უნდა დააკავონ, რადგან მან „თეთრი სახლის აფეთქების" შესახებ მუქარის შემცველი განაცხადება გააკეთა.


მადონა აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ ქალთა მარშში მონაწილეობდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას მან ტრამპი უცენზურო სიტყვებით ორჯერ მოიხსენია. მან ასევე განაცხადა, რომ „გაბრაზებულია და ძალიან ბევრს ფიქრობდა თეთრი სახლის აფეთქების თაობაზე, თუმცა ეს არაფერს შეცვლის".


პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრის თქმით, „ეს ახალი მემარცხენა ფაშიზმია, ამიტომ მადონას დაკავება უნდა მოხდეს".



მოგვიანებით მომღერალმა განაცხადა, რომ მისი „განცხადება მეტაფორა იყო და ის ძალადობის მომხრე არ არის".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი