logo_geo
ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა
- +

24 იანვარი. 2019. 02:26

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა. გაყინულ ჩანჩქერს ფოტო კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამის შესახებ CNN წერს.

 

„წყალი იყინებოდა ჰაერში“, „დილა მშვიდობისა, ულამაზესი სანახაობაა“, "ჩანჩქერი გაიყინა და არნახული ფოტოები გადავიღეთ“ - ასეთი კომენტარები ახლავს კადრებს, სოციალურ ქსელში, რომლებიც მომხმარებლებმა ცოტა ხნის წინ ატვირთეს.

 

ნიაგარის ჩანჩქერის გაყინვა იშვიათი მოვლენაა. აქამდე არსებული ცნობებით, ჩანჩქერი მთლიანად სულ ორჯერ გაიყინა - 1848 და 1912 წლებში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი