logo_geo
იტალიის სამხრეთით მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა
- +

26 იანვარი. 2019. 02:56

 

 

იტალიის სამხრეთით, მაღალმთიან რეგიონში მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას იტალიური ტელეკომპანია Rai News-ი ავრცელებს.

 

გავრცელებული ვერსიით, ავიაკატასტროფა საფრანგეთის საზღვართან ახლოს, ვალლე დე აოსტას რეგიონში მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი