logo_geo
20 უცნობი ფაქტი ლეგენდარულ ელენ დეჯენერესზე
- +

28 იანვარი. 2019. 00:20

 

 

შეუდარებელმა ელენ დეჯენერესმა საკუთარი კარიერის განმავლობაში, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის, ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არამხოლოდ თავის საქმიანობაში, არამედ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაშიც.

 

ელენი იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც თოქ-შოუს წამყვანი გახდა, ამავდროულად ის ყოველ წელს ხვდება Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო ვარსკვლავების სიაში და Hollywood Reporter-ის სიაში, როგორც შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი ადამიანი.

 

2016 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედლი გადასცა. ესაა ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელიც ამერიკის მოქალაქემ შეიძლება მიიღოს.

 

"მარტივი დასავიწყებელია რა გამოიარე, როცა ძალიან შორს წახვალ, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქორწინების უფლება კანონით ყველას თანასწორად ეკუთვნის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა სიმამაცე დასჭირდებოდა ელენს, თითქმის 20 წლის წინ, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა. როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს მაშინ, არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომ გვენახა, რომ ვიღაც, ასეთი სიკეთით სავსე და ნათელი, ვინც ასე ძალიან მოგვწონდა, ვინც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მეზობელი, კოლეგა ან და, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობას იკისრებდა.

 

მან გარისკა თავისი კარიერა, ადამიანები ამას ხშირად არ აკეთებენ. ელენი ჩვენ გვაერთიანებს, შთაგვაგონებს, ერთი ხუმრობითა და ერთი ცეკვით ის უკეთესად გვხდის", - თქვა დაჯილდოებისას ბარაკ ობამამ.

 

1997 წელს, როდესაც ელენის სერიალის მეოთხე სეზონი გადიოდა, დეჯენერესმა ქამინგ აუთი (საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება) გააკეთა. ამავე პერიოდში ის ჟურნალ Time-ის მთავარი პერსონაჟიც გახდა და ოპრა უინფრის შოუშიც ხმამაღლა ისაუბრა ამ თემაზე.

 

 

ელენი 2008 წლის 16 აგვისტოს დაქორწინდა ავსტრალიელ მსახიობ პორშა დე როსიზე.

 

 

წარმოგიდგენთ იმ 20 ფაქტს, რომლებიც, შესაძლოა, რომ შეუდარებელი ელენის შესახებ ჯერ არ იცოდეთ:

 

  1. სანამ ელენი კარიერას დაიწყებდა, ის ბარმენად მუშაობდა.

 

  1. კარიერის პირველივე წელს Showtime-მა მას ამერიკის ყველაზე სახალისო პერსონა უწოდა.

 

  1. სერიალს Friends-ში ელენ დეჯენერესი ფიბის როლზე განიხილებოდა.

 

  1. ელენი ასევე განიხილებოდა მთავარ როლზე ფილმში - Speed, საბოლოოდ როლი სანდრა ბულოკმა მიიღო.

 

  1. ელენს დისნეილენდში საკუთარი ატრაქციონი - Ellen's Energy Adventure აქვს.

 

  1. დისნეის ანიმაციურ ფილმებში - Finding Nemo და Finding Dory, ელენი დორის პერსონაჟს ახმოვანებს.

 

  1. ელენ დეჯენერესმა მოწევას თავი 2005 წელს დაანება.

 

  1. ელენს ნახატებისა და ძველი სარკეების საკუთარი კოლექცია აქვს.

 

  1. ელენი გიჟდება ჩოგბურთზე.

 

  1. ელენს 30-ჯერ აქვს მიღებული სატელევიზიო ოსკარად წოდებული Emmy-ის ჯილდო.

 

  1. ვარჯიშის დროს ყოველთვის უყურებს Animal Planet-ს.

 

  1. ელენი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია და ყველაზე დიდი ორგანიზაცია PETA-ს საპატიო წევრია.

 

  1. ელენ დეჯენერესი ოთხი წიგნის ავტორია.

 

  1. ელენ დეჯენერესს უნდა ეთამაშა კვენტინ ტარანტინოს ფილმში Pulp Fiction, თუმცა შემდეგ როლი როზანა არკეტმა მიიღო.

 

  1. ელენი ქეით მიდლტონის და მადონას შორეული ნათესავია.

 

  1. საკუთარი შოუდან ხელფასის სახით წლიურად $75 მილიონს იღებს.

 

  1. ელენი ყოველწლიურად 40-ზე მეტ საქველმოქმედო ორგანიზაციაში რიცხავს ფულს.

 

  1. გადაცემა, რომელშიც ელენმა ქამინგ აუთი გააკეთა, პირდაპირ ეთერში 50-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

 

  1. ფლობს რამდენიმე სახლს ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში.

 

  1. ელენ დეჯენერესმა 2010 წელს ოფიციალურად თქვა, რომ ვეგანია.
წყარო : wyaro
big_banner
არქივი