logo_geo
დროა, მსოფლიო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს - დავოსის ექსპერტები
- +

28 იანვარი. 2019. 23:00

 

ნაკ­ლე­ბი შრო­მა დამ­საქ­მებ­ლი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის მეტი სი­კე­თის­მომ­ტა­ნია, ამი­ტომ მსოფ­ლიო 4 დღი­ან სა­მუ­შაო კვი­რა­ზე უნდა გა­და­ვი­დეს, weforum.org-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე ორმა ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და.

 

გვაქვს რამ­დე­ნი­მე ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ სა­მუ­შაო სა­­თე­ბის შემ­ცი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­­ნებს მე­ტად შე­უძ­ლი­ათ საქ­მე­ზე ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, სა­მუ­შაო კი უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მე­ტად ლო­­­ლუ­რე­ბი არი­ან იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც სა­შუ­­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, პი­რად ცხოვ­რე­ბას მეტი დრო და­უთ­მონ,“ - ამ­ბობს პენ­სილ­ვა­ნი­ის ვარ­ტო­ნის სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი ადამ გრან­ტი.

ამ აზრს იზი­ა­რებს ეკო­ნო­მის­ტი და ის­ტო­რი­კო­სი რატ­გერ ბრეგ­მა­ნი და ამ­ბობს, რომ სა­მუ­შაო დღე­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა არც ისე რა­დი­კა­ლუ­რია :

ათწლე­­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ყვან ეკო­ნო­მის­ტებს, ფი­ლო­სო­ფო­სებს, სო­ცი­­ლო­გებს ჯე­რო­დათ, რომ სულ უფრო ნაკ­ლე­ბი უნდა გვე­მუ­შა­ვა. 1920-30-იან წლებ­ში კა­პი­ტა­ლის­ტმა ან­ტერპრე­ნე­რებ­მა აღ­მო­­ჩი­ნეს, რომ თუ სა­მუ­შაო დღეს შე­ამ­ცი­რებ­დნენ, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მე­ტად პრო­დუქ­ტი­­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად - ჰენ­რი ფორდმა სა­მუ­შაო სა­­თე­ბი 60-დან 40 სა­­თამ­დე შე­ამ­ცი­რა, რა­მაც უკე­თე­სი შე­დე­გი მის­ცა, რად­გან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად იღ­ლე­ბოდ­ნენ,“ - ამ­ბობს ბრეგ­მა­ნი.

აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ებს აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვე­ბიც ამ­ყა­რებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მოკ­ლე სა­მუ­შაო კვი­რის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად ბედ­ნი­ე­რე­ბი და პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი არი­ან, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა კი 20%-ით იმა­ტებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი