logo_geo
დონალდ ტრამპი: 2017 წლის 20 იანვარს ეროვნული პატრიოტიზმის დღედ ვაცხადებ!
- +

24 იანვარი. 2017. 22:07



„ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ინაუგურაციის დღე პატრიოტიზმის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. დოკუმენტი ფედერალურ მთავრობას უკვე გადაეცა.


„მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილებით 2017 წლის 20 იანვარს ეროვნული პატრიოტიზმის დღედ ვაცხადებ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გავამყაროთ ერთმანეთთან კავშირები და განვაახლოთ მთავრობის მოვალეობები ხალხისადმი. ჩვენი კონსტიტუცია დაწერილია პერგამენტზე, მაგრამ ის ცოცხლობს ამერიკელი ხალხის გულში. არ არსებობს თავისუფლება იქ, სადაც ხალხი არ ენდობა მას, იქ არ არსებობს თავისუფლება, კანონი არ არსებობს იქ; სადაც ხალხი არ მისდევს მას და არ არსებობს მშვიდობა იქ, სადაც ხალხი არ ლოცულობს მისთვის", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.


 

big_banner
არქივი