logo_geo
ავსტრალიაში 70-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი ხელჩაკიდებული გარდაიცვალა
- +

29 იანვარი. 2019. 11:53

 

 

ოჯახური წყვილი ავსტრალიიდან, რომელიც ქორწინებაში 70 წელი იმყოფებოდა, ერთ დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ პორტალი „Daily Mail“ წერს.

90 წლის ნორმა ჯონ პლატელი და 92 წლის ფრენსის ერნესტ პლატელი 6 იანვრის ღამეს მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ისინი გვერდიგვერდ საწოლებში იწვნენ და ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული.

იმ ღამეს მორიგი შემოვლიდან 10 წუთში, მედდამ პლატელებთან ოთახში კვლავ შეიხედა და ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდა. ექიმებმა ვერ დაადგინეს მათი გარდაცვალების ზუსტი დრო და ამიტომ, საბუთებში ერთი და იგივე საათი დააფიქსირეს.

სამი წლის წინ ქალს ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინდა, რომელიც მალე გაურთულდა. ბოლოს კი ქალმა სიცოცხლის უნარი თითქმის დაკარგა და საუბარიც კი შეწყვიტა. მისი ბოლო სიტყვები, როგორც აღმოჩნდა, „ჩემი ქმარი“ იყო.

ფრენსისმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ცოლი სახლში დიდხანს დარჩენილიყო, მიუხედავად მომვლელების დახმარებისა, მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა გამოკვების და ბანაობის საკითხი. მაშინ ფრენსისს მოუწია, ცოლი მოხუცებულთა თავშესაფარში წაეყვანა.

მას შემდეგ, რაც ნორმა ერთ-ერთ თავშესაფარში მოათავსეს, მეუღლე მას ყოველდღე აკითხავდა. წყვილი ერთად სადილობდა, უყურებდა ტელევიზორს და მუდამ ხელიხელჩაკიდებულები იყვნენ. ნორმას ხშირად მეუღლის მხარზე ეძინებოდა.

როდესაც ფრენსისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ის იმავე თავშესაფარში მოათავსეს, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობდა. იმ დღიდან გარდაცვალებამდე ის ბედნიერი იყო, რადგან მეუღლესთან ახლოს ყოფნა შეეძლო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი