logo_geo
სოფია როტარუმ რუსეთში არცერთ კონცერტსა და ტელეგადაცემაში მონაწილეობა აღარ მიიღო
- +

29 იანვარი. 2019. 15:02

 

 

პოპულარულმა მომღერალმა სოფია როტარუმ რუსეთის ფედერაციაში დეკემბერსა და იანვარში დაგეგმილ არცერთ საახალწლო კონცერტსა თუ სატელევიზიო გადაცემაში გამოჩენა არ ისურვა. ამის მიზეზი მომღერლის პროტესტია. როტარუ პროტესტს გამოხატავს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის და საომარი მოქმედებების გაგრძელების გამო. ამჯერად როტარუ მხოლოდ უკრაინის ცენტრალურ საახალწლო კონცერტსა და გადაცემებში მონაწილეობდა.

 

 

კრემლთან გამართულ მთავარ საახალწლო კონცერტზე მონაწილეთა სიიდან სოფია როტარუმ მისი ამოღება ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში მოითხოვა. ის ასევე არ მისულა არცერთი ტელეკომპანიის საახალწლო გადაღებებზე.

 

 

მომღერლის წარმომადგენელმა ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა ორგანიზატორებს: „რუსების საყვარელი მომღერალი სოფია როტარუ აუქმებს ვიზიტს რუსეთში, ის მონაწილეობას არ მიიღებს „Песни года“-ში და არც საახალწლო კორპორატიულ კონცერტებში. სოფია მიხეილის ასული ძალზე გულგატეხილია და იმედი აქვს, მალე სიტუაცია გამოსწორდება და შიშის გარეშე, მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიით, შეძლებს რუსეთში ვიზიტს“, - აღნიშნულია წერილში.

 

 

როტარუს პატრიოტულ მოწოდებას შეუერთდნენ სხვა უკრაინელი არტისტებიც, მათ შორის არიან: ანი ლორაკი, ტაისია პოვალი და სვეტლანა ლობოდა.

 

 

ამდენად, როტარუს ახალი სიმღერების პრემიერა სწორედ უკრაინული ტელეარხების ეთერში შედგა. წელს როტარუ მხოლოდ უკრაინული მედიის ეთერში ჩნდებოდა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი