logo_geo
აშშ-ში სამედიცინო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
- +

30 იანვარი. 2019. 12:10

 

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა.

АВС-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე სამი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

 

არსებული ინფორმაციით, „Survival Flight Inc.“ პომერიში მიფრინავდა, საიდანაც პაციენტი უნდა წამოეყვანა.

 

კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ვერტმფრენთან კავშირი გაწყდა.

 

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი