logo_geo
რატომ დაეცა რუსეთში ვლადიმირ პუტინის რეიტინგი?
- +

30 იანვარი. 2019. 16:55

 

დასავლეთ პარიზი-ნანტერის უნივერსიტეტის თანამედროვე რუსული ცივილიზაციის ისტორიის მასწავლებელი ჟან-როვერ რავიო ფრანგულ გამოცემასთან Atlantico.fr-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ დაეცა რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი.

 

რავიო ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის რეიტინგის ვარდნა 2018 წლის მარტში მისი პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ დაჩქარდა.

 

„ამას თავისი მიზეზი აქვს: საპენსიო რეფორმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობაში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან რეფორმის მიხედვით, კაცები პენსიაზე 63 წლის ასაკში გავლენ. ეს იმ ქვეყანაში, სადაც კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 63 წელს უდრის“,-ამბობს პედაგოგი.

 

მისი თქმით, რეიტინგის მკვეთრი ვარდნა 2014-2015 წლებში დაიწყო.

 

„უკრაინის კრიზისის დადგომიდან და სირიაში ინტერვენციის შემდეგ. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა პუტინმა საერთაშორისო პრობლემებში ყველა ძალა ჩადო და შიდა პოლიტიკა დაივიწყა. ამ ყველაფრისგან დაღლილი რუსების რაოდენობა კი, მატულობს, ხალხის გაღიზიანებას იწვევს ის, რომ რუსეთის ტელეარხები პირველ პლანზე საერთაშორისო პრობლემატიკას აყენებენ“,-ამბობს ჟან-როვერ რავიო.

 

„რუსეთის რეგიონების უმრავლესობა ეკონომიკური დეპრესიის მდგომარეობაში იმყოფება, ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის ეფექტისაგან ვერ განიკურნენ. ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს პუტინმა სოციალურად ორიენტირებული კურსი დაიჭირა და ცდილობდა „ადგილობრივებთან შერწყმას“. მივლინებების არჩევის დროს უპირატესობა ენიჭებოდა ღარიბ რეგიონებს; მედიით კი ძირითადად მედიცინის და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები შუქდებოდა“,-განაცხადა ფრანგმა პედაგოგმა.

 

ჟან-როვერ რავიო ამბობს, ცხადი ხდება, რომ პუტინი ხელისუფლებაში უკანასკნელი ვადით იმყოფება და „როგორც ჩანს, რუსული საზოგადოება ელოდება, რომ ის საფუძველს ჩაუყრის გაცილებით ეფექტური და სამართლიანი ეკონომიკურ სისტემის შექმნას,რომელიც ნაკლებ კორუმპირებული და მეტად დინამიური იქნება. პუტინი ათვითცნობიერებს, რომ ის ყოვლის შემძლე არ არის, როგორც მასზე დასავლურ პრესაში იწერება“.

 

„თუმცა, ორგანიზებული, ძლიერი, ერთიანი ოპოზიციის არარსებობის პირობებში, პუტინს პოლიტიკური თვალსაზრისით შეუძლია მშვიდად იყო. ამასთან, ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი მანევრები ძალიან რთული იქნება. ისინი შეიძლება უფრო გამწვავდეს გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც გარდაუვალი იქნება, თუ უახლოეს წლებში ვლადიმირ პუტინის რეიტინგი კლებას განაგრძობს“, - ფიქრობს რავიო.

 

უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგი 33%-ს შეადგენს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი