logo_geo
ეშტონ კატჩერს საქართველოდანაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - მსახიობი საკუთარი ტელეფონის ნომერს ასაჯაროებს
- +

30 იანვარი. 2019. 18:06

 

„ამერიკელმა მსახიობმა ეშტონ კატჩერმა „TWITTER-ზე თავისი მობილურის ნომერი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ადამიანებთან ნამდვილი საუბარი სურს და მოენატრა უშუალო ურთიერთობები“, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „SPIEGEL“ სათაურით - „მომწერე SMS“ ავრცელებს.

 

„ამიერიდან, შეგიძლიათ, უბრალოდ მომწეროთ. მინდა, რომ ჩემი წრე მყავდეს. ალბათ ყველას ვერ გიპასუხებთ, მაგრამ იმას მაინც შევძლებთ, ერთმანეთს რეალური ამბები გავუზიაროთ. +1 (319) 519-0576 ესაა ჩემი ნომერი“, - წერს მსახიობი კატჩერი „TWITTER“-ის საკუთარ გვერდზე.

 

პოსტს თან ერთვოდა გიფი, წარწერით -  „შენ საკუთარი თავის შექმნილი ხარ და ჩვენ შენ გვიყვარხარ!“

 

მსახიობმა მოგვიანებით პოსტი წაშალა და დაწერა, რომ უამრავი მესიჯი მიიღო, თუმცა, მისი მობილურის ნომრის სქრინი კვლავ არსებობს და კატჩერისთვის მიწერა ფანებს ისევ შეუძლიათ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი