logo_geo
კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა - დაღუპულია ორი ადამიანი
- +

4 თებერვალი. 2019. 10:51

 

 

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა.

 

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა.

 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

 

შემთხვევა იორბა ლინდას დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორძრავიანი, რვაადგილიანი თვითმფრინავი კერძო პირს ეკუთვნოდა.

 

პილოტისა და თვითმფრინავში მყოფი სხვა ადამიანების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

 

ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი