logo_geo
პარიზში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები
- +

5 თებერვალი. 2019. 10:57

 

 

პარიზის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 28 დაშავდა.

 

რადიოსადგურ RTL-ის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

 

ცეცხლი რვასართულიან სახლში გაჩნდა.

 

ადგილზე 200-მდე მეხანძრე მუშაობს. ახლოს მდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

4 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში ასევე ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის 5 და 6 წლის ბავშვებია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი