logo_geo
რუსეთში დაუდგენელმა პირებმა 100-ზე მეტი ობიექტი „დანაღმეს“
- +

5 თებერვალი. 2019. 19:59

 

აფეთქების საფრთხის შესახებ ტელეფონითა და ელფოსტით მიღებული შეტყობინებების გამო, რუსეთში 100-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის სასწავლებლები და ადმინისტრაციული შენობები, დაიხურა.

 

სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში 8 ათასზე მეტი ადამიანი 66 შენობიდან გაიყვანეს. რუსეთის დედაქალაქში ამოწმებენ 41 შენობას, მათ შორის სავაჭრო ცენტრ „ცუმ“-ს, მოსკოვის ოლქის მთავრობის სახლს, მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტს, რუსული ენის პუშკინის სახელობის ინსტიტუტს. სააგენტო „მოსკვას“ ცნობით, მარტო N498 სკოლიდან გაიყვანეს 780 ადამიანი.

 

შენობების დანაღმვის შესახებ ანონიმური შეტყობინებები მიიღეს აგრეთვე პერმში, ბერეზნიკოვში, ვოლგოგრადსა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში.

 

გამნაღმველებს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯერ არც ერთ შენობაში არ აღმოუჩენიათ.

 

წყარო - Mos.ru

 

 

 

big_banner
არქივი