logo_geo
მოსკოვში 30 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

5 თებერვალი. 2019. 20:16

 

ანონიმური ზარების გამო 30 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მოსკოვსა და მის შემოგარენში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცხელ-ხაზზე სხვადასხვა შენობაში არსებული ბომბების შესახებ 200-მდე ზარი შევიდა - წერს Vesti.ru

 

ანონიმური წერილები მიიღო უწყებამ ელექტრონული ფოსტითაც. მხოლოდ მოსკოვში სამართალდამცველებმა 30-მდე ობიექტი, მათ შორის, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, სკოლა და 3 ადმინისტრაციული შენობა შეამოწმეს, თუმცა ბომბი არცერთ შენობაში არ აღმოჩნდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი