logo_geo
აშშ-ში კაცი ძაღლის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა
- +

6 თებერვალი. 2019. 00:43

 

აშშ-ის ქალაქ ორლანდოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, კაცი ძაღლის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

 

გამოძიების ცნობით, კაცი ცეცხლმოკიდებულ სახლში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა და დაიღუპა. მეხანძრეებმა მისი ცხედარი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ გამოიტანეს.

 

მეხანძრე-მაშველებმა სახლში მცხოვრები, კიდევ ორი ზრდასრული და ორი ბავშვი გადაარჩინეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი