„თეთრი სახლი საზოგადოებას მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის, ბარონის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაიცვან",-ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე ვრცელდება.
„მრავალი წელია ასეთი ტრადიცია არსებობს: პრეზიდენტის შვილებს აქვთ შესაძლებლობა პოლიტიკური ყურადღების ცენტრისგან მოშორებით გაიზარდონ. თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ტრადიცია გაგრძელდება. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენს თანამშრომლობას ვაფასებთ ", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე, ბილ და ჰილარი კლინტონების ქალიშვილმა, ჩელსი კლინტონმა ბარონის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა ითხოვა.
24 იანვარს, ამერიკულ ტელეარხ NBC-ის ხელმძღვანელობამ საღამოს შოუ Saturday Night Live Cathy Rich-ის ავტორსა და სცენარისტს მუშაობის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა. როგორც გამოცემა The New York Times იტყობინება, მიზეზი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის, ბარონის შესახებ მიკრობლოგ twitter-ში დაწერილი მოსაზრება გახდა.
კეტი რიჩმა მიკრობლოგ twitter-ის პირად გვერდზე ბარონის შესახებ საკუთარი მოსაზრება დაწერა, თუმცა მოგვიანებით, მის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო ე.წ ტვიტი წაშალა და ანგარიში დაბლოკა.
გამოცემის ინფორმაციით, სცენარისტი წერდა: "ბარონი ჩვენს ქვეყანაში პირველი მსროლელი იქნება". მომხდარის შემდეგ საღამოს შოუს სცენარისტმა მიკრობლოგ twitter-ში მორიგი განცხადება გაავრცელა.
"გულწრფელ ბოდიშს ვიხდი ჩემი განცხადების გამო. ძალიან ვწუხვარ ჩემი ქმედებებისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. ბოდიშს ვიხდი ", - წერს იგი.