logo_geo
სახლი, სადაც ჰიტლერი დაიბადა, 1,5 მილიონ ევროდ შეფასდა
- +

7 თებერვალი. 2019. 12:47

 

ავსტრიის ხელისუფლებამ ჰიტლერის სახლის მფლობელს 1,5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ქალაქ ბრაუნაუ-ინში მდებარე ამ სახლში ჰიტლერი დაიბადა და სამ წლამდე ცხოვრობდა. კომპენსაციის შესახებ სახლის ყოფილი მფლობელის ადვოკატმა ისაუბრა. მისი განცხადებით, სახელმწიფომ უკვე გადაუხადა 68 წლის ქალბატონს 310 ათასი ევრო, მაგრამ ახალმა საექსპერტო დასკვნამ აჩვენა, რომ თავდაპირველი შეფასება დაკლებული იყო.

 

ყოფილი სასტუმროს „ჰომერანელთან“ ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება 2016 წელს პარლამენტმა მიიღო. ამგვარად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავი დაეზღვია იმისგან, რომ ეს შენობა ნაციონალ-სოციალიზმის პროპაგანდის ობიექტი გამხდარიყო.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს სამსართულიან შენობაში კულტურის ცენტრი იყო. ნაცისტების გაქცევის შემდეგ, მის აფეთქებას შეეცადნენ, თუმცა ვერ მოასწრეს. ომის შემდეგ, აქ ჯერ ბიბლიოთეკა, შემდეგ კი სკოლაც იყო განთავსებული. 1952 წელს კი ის ახლანდელ მეპატრონეებს გადასცეს.

 

2016 წელს ავსტრიის შს მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას ფუნდამენტამდე დაანგრევენ, შემდეგ კი სხვას ააშენებენ, რომელიც შეიძლება საქველმოქმედო ან სახელმწიფოებრივი საჭიროებებს მოხმარდეს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული, რადგან შენობა მე-17 საუკუნის არქიტექტურის ძეგლად არის მიჩნეული და მას კანონმდებლობა იცავს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი