logo_geo
არქეოლოგებმა აღმოსავლეთ საჰარაში უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს
- +

10 თებერვალი. 2019. 18:04

 

არქეოლოგებმა დასავლეთ საჰარაში უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს -წერს Live Science.

 

ბრიტანელი მეცნიერების ყურადღება კოსმოსიდან გადაღებულმა სურათებმა მიიპყრო. გათხრების შედეგად გამოირკვა რომ ფოტოზე შენობების ნარჩენები მოხვდა.

 

როგორც მკვლევარები ამბობენ, ქვებისგან აგებულ შენობებს ჰქონდათ სხვადასხვა ზომა და ფორმა. წრის, სამკუთხედის და მართკუთხედის ფორმის შენობები 630 მეტრის ფართობის კომპლექსსაც კი ქმნიდნენ.

 

შენობების ზუსტი ასაკი დადგენილი არ არის, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ რამდენიმე შენობა 500 ათას წელის წინ აიგო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი