logo_geo
პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში აქციები გაიმართა
- +

11 თებერვალი. 2019. 11:23

მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. „Reuters“-ის ინფორმაციით, აქტივისტ ანასტასია შევჩენკოს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო მისი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

საპროტესტო აქციებზე პოლიციამ შვიდი დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება არაერთ სასტიკ დანაშაულს ჩადის. შევჩენკო მოძრაობა  „ღია რუსეთის“ წევრია. „ღია რუსეთი“ კრემლის კრიტიკოსისა და ყოფილი ნავთობმაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ არის დაფუძნებული. რუსი აქტივისტი „არასასურველ“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით იანვარში დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

 

უფლებადამცველები და ლობისტური ჯგუფები, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ, რუსეთში ზემოქმედებას განიცდიან. 2015 წელს ამოქმედებული კანონი „არასასურველ“ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობას უკრძალავს.

 

big_banner
არქივი