logo_geo
დონალდ ტრამპი: უკვე მგონია, რომ „დემოკრატებს“ მორიგი „შათდაუნი“ სჭირდებათ
- +

11 თებერვალი. 2019. 11:24

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ მორიგი „შათდაუნის“ მოახლოებაში დაადანაშაულა. მორიგი „შათდაუნი“, ფედერალური უწყებების ფუნქციონირების შეჩერება, ამერიკაში შესაძლოა, უკვე 15 თებერვალს დადგეს.

 

„დემოკრატები“ ძალიან ცოტა ფულს გვთავაზობენ კედლის მშენებლობისთვის, რომელიც ასე საჭიროა. ახლა კი, დამატებით, უეცრად გვთავაზობენ, შევზღუდოთ ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების რაოდენობა, რომელთა მოთავსება შეიძლება ციხეებში. როდესაც ამგვარ საშინელ შეთავაზებებს აკეთებენ, უკვე მგონია, რომ მათ „შათდაუნი“ სჭირდებათ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „Twitter“-ის საკუთარ გვერდზე.

 

გუშინ, თეთრმა სახლმა და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

 

კანონმდებლები ვერ თანხმდებიან იმის თაობაზე, თუ რა თანხა შეუძლია კონგრესს გამოყოს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ამ მიზნებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 5 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფას მოითხოვს, ხოლო კონგრესი მზად არის გაცილებით ნაკლები თანხები გამოყოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი