logo_geo
დანია 160 მილიონ დოლარს 250 მსჯავრდებულის საკეთილდღეოდ დახარჯავს
- +

11 თებერვალი. 2019. 14:33

 

 

ახალი მკაცრი რეჟიმის დაწესებულება დანიის სამეფოში, ქალაქ ჰუნდსლევთან ახლოს მდებარეობს. მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 160 მილიონი დოლარი დაიხარჯა. დაწესებულება 250 პატიმარზეა გათვლილი. მსჯავრდებულები, დაახლოებით, 4მ2-ის ფართობის საკნებში მოთავსდებიან. მათ აქ მაცივარი, კარადა, დიდი ფანჯარა და ტელევიზორი ექნებათ.

 

ციხის საკნები უფრო საერთო საცხოვრებელს ჰგავს. მსჯავრდებულებს მოხერხებული საწოლები, საწერი მაგიდა სანათით და ინდივიდუალური აბაზანა ექნებათ. მათ საერთო სამზარეულოში ადგილსაც გამოუყოფენ, სადაც საჭმლის მომზადებას თავადაც შეძლებენ.

 

ციხის ტერიტორიაზე არის საერთო სივრცეები, სადაც მსჯავრდებულები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ. დაწესებულების ტერიტორიაზე რამდენიმე სპორტული მოედანი, სარბენი ბილიკი და საკალათბურთო დარბაზია. მსჯავრდებულთათვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ მათ თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ.

 

„ჩვენ გვწამს და სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს, რომ პატიმრებთან მკაცრი მოპყრობისა და სტრესული გარემოს შექმნის შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ უფრო მეტ კანონდამრღვევებს. ახალ ციხეში მხოლოდ მისი არქიტექტურა არ იქნება ჰუმანური“, – აცხადებს დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

მსოფლიოში „ყველაზე ჰუმანური“ მკაცრი რეჟიმის დაწესებულების არქიტექტორი – მატს მანდრაპი კი ამბობს, რომ მსჯავრდებულების მიერ, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა მინიმუმამდე უნდა დავიდეს. პროექტზე მუშაობისას, მან სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა.

 

 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი