logo_geo
ირანელი მსახიობი ტრამპის გადაწყვეტილების გამო, „ოსკარის“ ცერემონიას არ დაესწრება
- +

26 იანვარი. 2017. 21:08



BBC- ის ინფორმაციით,  ირანელი მსახიობი ტარან ალიდუსტი, რომელიც „ოსკარზე" ნომინირებულ ფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს, დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება. მსახიობის პროტესტი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 7 მუსლიმურ ქვეყანას ვიზების გაცემა შეუჩერა.


„ტრამპმა ირანის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა. არ აქვს მნიშვნელობა რასისტულია ეს ღონისძიება თუ კულტურული. პროტესტის ნიშნად 2017 წლის „ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას არ დავესწრები", - წერს მსახიობი მიკრობლოგ Twitter-ში.


Assosiated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანას ირანს, ერაყს, ლიბიას, სომალის, სუდანს, სირიას და იემენს  სადაც მუსლიმი მოსახლეობაა, ვიზის გაცემას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეუწყვეტს.




 

big_banner
არქივი