logo_geo
იაპონიაში 400 წლის ხე მოიპარეს
- +

12 თებერვალი. 2019. 17:59

 

ტოკიოს მახლობლად, საიტამას პრეფექტურიდან 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების შვიდი ხე მოიპარეს. მათგან ყველაზე იშვიათი და ძვირიანი 400 წლის ბონსაია.

 

BBC-ის ინფორმაციით, იიმარუს ოჯახმა, ვისი ეზოდანაც მცენარეები მოიპარეს, ქურდებს მიმართა და ხეების მოვლა სთხოვა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, 400 წლის ბონსაის განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ხეების პატრონმა აღნიშნა, რომ 4 საუკუნის ძირი წყლის გარეშე ერთ კვირასაც ვერ გაძლებს.

 

ოჯახის განცხადებით, ქურდები ბონსაიში კარგად ერკვეოდნენ, რადგან მათ 3000 ეგზემპლარიდან 7 საუკეთესო შეარჩიეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი