logo_geo
იაპონიაში ვალენტინობა აქციით გააპროტესტეს
- +

13 თებერვალი. 2019. 01:28

 

იაპონიის დედაქალაქში ვალენტინის დღესასწაულის აღნიშვნის წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა. „Sora News 24-ის“ ინფორმაციით, მსვლელობის უკან „არაპოპულარული კაცები რევოლუციური ალიანსი“ დგას.

 

ორგანიზაციის ლიდერი ტაკაიუკი აკიმოტო აცხადებს, რომ ეს რიგით მე-12 აქციაა შეყვარებულთა დღის აღნიშვნის წინააღმდეგ და მისი მთავარი მიზეზი „რომანტიკული კაპიტალიზმის დანგრევაა“.

იაპონიაში ტრადიციულად 14 თებერვალს ქალები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან, თუმცა ბოლო წლებში ქალები ამაში მონაწილეობაზე, მეტისმეტად დიდი ხარჯის გამო, უარს ამბობენ.  აკიმოტო ამას ალიანსის დამსახურებად მიიჩნევს. 

ორგანიზაცია თეთრი დღის დღესასწაულის წინააღმდეგაც გამოდის, რომელიც 14 მარტს აღინიშნება და ამ დროს კაცები ჩუქნიან ქალებს შოკოლადს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი