logo_geo
ნიგერიაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს 14 ადამიანი ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალა
- +

13 თებერვალი. 2019. 11:50

 

 

ნიგერიაში, ქალაქ პორტ-ჰარკორტში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქმედი პრეზიდენტის მოჰამედ ბუჰარის სიტყვით გამოსვლის დროს 14 ადამიანი დაიღუპა.

 

„Vanguard“-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ჭყლეტა გახდა.

 

პრეზიდენტის წინასაარჩევნო გამოსვლა სტადიონზე გაიმართა, ჭყლეტა კი, სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ წარმოიქმნა.

 

ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაშავებულები იმყოფებიან, თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.

 

ნიგერიაში საყოველთაო არჩევნები 16 თებერვალს გაიმართება.

 

კენჭისყრის შედეგად იქნება არჩეული ქვეყნის პრეზიდენტი, სენატის და წარმომადგენლობითი პალატის წევრები.

 

მოქმედმა პრეზიდენტმა კანდიდატურა მეორე ვადით წარადგინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი