logo_geo
კიმ კარდაშიანი: არ გაიღიმოთ და ნაოჭებს თავიდან აიცილებთ
- +

13 თებერვალი. 2019. 12:38

 

ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა რამდენიმე დღის წინ თავის მოვლას საიდუმლო ხერხებზე ისაუბრა.

ერთ-ერთმა ფანმა მას ჰკითხა, რა უნდა ექნათ ნაოჭების თავიდან ასაცილებლად.

 

„არ გაიღიმოთ“, - ასეთი პასუხი გასცა კიმ კარდაშიანმა.

 

მისივე თქმით, პირველი ბავშვის ნორზის გაჩენის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა და ღიმილიც შეწყვიტა.

 

„როდესაც შვილი გამიჩნდა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ჩემზე იცინის და მსუქანს მეძახის იმის გამო, რისი კონტროლიც არ შემიძლია. თუნდაც, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვყოფილიყავი, არ ვგრძნობდი თავს იმ გოგოდ, რომელსაც ყველა ფოტოში უნდა გაეღიმა. პირველი შვილის გაჩენამ ხასიათი და პიროვნება შემიცვალა“, - განაცხადა კიმ კარდაშიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი