logo_geo
ნარკობარონს, რომელსაც აშშ-ში 155 ტონა კოკაინის შეტანა ედება ბრალად, შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს
- +

13 თებერვალი. 2019. 12:41

 

 

აშშ-ში, ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ნარკობარონი, მექსიკური ნარკოკარტელის „სინალოას“ ლიდერი ხოაკინ („ელ ჩაპო“) გუსმანი დამნაშავედ ცნეს. სასამართლო პროცესი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ხოაკინ გუსმანს ბრალად ედებოდა აშშ-ში 155 ტონა კოკაინის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა.  „ელ ჩაპო“ მექსიკური ნარკოკარტელის „სინალოას“ ხელმძღვანელი იყო. 2012 წელს ის მექსიკაში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხა. 2016 წელს მექსიკელმა სამართალდამცველებმა ის კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება მოხდა აშშ-ში. გასული წლის ნოემბერში სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო.

 

სასამართლო ვერდიქტს მიმდინარე წლის ივნისში გამოიტანს და სავარაუდოდ, მას სამუდამო პატიმრობა მიესჯება.

 

წყარო - CNN

 

 

big_banner
არქივი