logo_geo
კომპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასობით ადამიანს მარსზე სამუდამოდ გაუშვებდა, გაკოტრდა
- +

14 თებერვალი. 2019. 01:59

 

 

„Mars One Ventures“ - კომპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასობით ადამიანს მარსზე სამუდამოდ გაუშვებდა, გაკოტრდა. მოვლენების მსგავსი განვითარება მოულოდნელი არ არის, რადგან ექსპერტები ამ დრომდე ეჭვობდნენ, რომ „Mars One Ventures“ თაღლითური კომპანიაა, რომელსაც კოსმოსში მოგზაურობის მსურველი ადამიანები შეცდომაში შეჰყავდა და მათ მარსზე დასახლებას პლანეტაზე გამგზავრების რეალური გეგმის გარეშე ჰპირდებოდა.

 

კომპანია მსურველებს წითელ პლანეტაზე გასამგზავრებლად და ადამიანების პირველი დასახლების ჩამოსაყალიბებლად ერთმიმართულებიან ბილეთებს სთავაზობდა, დედამიწაზე უკან დაბრუნებას კი „არასაკმარისი ტექნოლოგიის გამო“ არ ჰპირდებოდა. კომპანიის თქმით, 200 000-ზე მეტი კანდიდატიდან მარსზე გასამგზავრებლად 100 ადამიანი შეარჩიეს, თუმცა აპლიკაციების რაოდენობას არცერთი წყარო არ ადასტურებს. ასევე გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს პლანეტის პირველი პოტენციური მცხოვრებლები.

 

 „კომპანიამ გამოსავლის მოსაძებნად მუშაობა უკვე დაიწყო“, - აცხადებს „Mars One“-ის დამფუძნებელი ბას ლანსდროპი.

 

 

წყარო - popx.ge

 

big_banner
არქივი