logo_geo
იამაიკელმა კაცმა ლატარიაში მოგებული ფულის აღებისას ნიღაბი გაიკეთა, რათა ოჯახს ფული არ ეთხოვა
- +

14 თებერვალი. 2019. 02:23

 

 

იამაიკელმა კაცმა ლატარიაში 158.4 მილიონი დოლარი მოიგო და ჩეკის აღებისას, კამერებთან, საშინელებათა ფილმის „კივილის“ ნიღბით გამოჩნდა. მისი თქმით, ნიღბის გაკეთების მიზეზი ოჯახის წევრებისგან დამალვა იყო.

 

კაცი, გვარად კემპბელი, ჯილდოს ასაღებად 54 დღის განმავლობაში არ მიდიოდა, ლატარიის წესებით მიხედვით კი, თუ ფულის აღება 90 დღეს გადააცილე, გამარჯვება გიუქმდება.

 

მისი თქმით, მას შემდეგ რაც გამარჯვების შესახებ გაიგო, გული 3 დღე სტკიოდა.

 

„დავხედე ბილეთს, ტუალეტში გავიქეცი და სარკეში ვყვიროდი, რომ გავიმარჯვე. მას შემდეგ გული სამი დღე მტკიოდა. პატარა ბიზნესი მაქვს, რომელიც მინდა, რომ დიდი გახდეს და ასევე მინდა, რომ დიდი სახლი ვიყიდო, ძალიან მომწონს, რომ ფული მაქვს“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

 

 

big_banner
არქივი