logo_geo
საფრანგეთის ქალაქ ფეკერში ძაღლის ყეფის გამო პატრონებს დააჯარიმებენ
- +

14 თებერვალი. 2019. 11:36

 

საფრანგეთის ქალაქ ფეკერში ძაღლებს ხანგრძლივად ყეფა აეკრძალათ. ფრანგული მედიის ცნობით, ამ აკრძალვის დარღვევისთვის ძაღლების პატრონებს 68 ევროს გადახდა მოუწევთ.

 

ახალი წესების თანახმად, პატრონები დახურულ შენობაში მეთვალყურის გარეშე ძაღლების დატოვებას ვერ შეძლებენ, რადგან ამ შემთხვევაში ცხოველების დამშვიდებას ვერავინ შეძლებს.

 

ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერმა მიიღო და ქალაქის საბჭომ დაამტკიცა. მიზეზი კი ის ძაღლები გახდნენ, რომლებიც დღე და ღამე ყეფდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მოსვენებას უკარგავდნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი