logo_geo
ტრამპმა, შესაძლოა, NASA მარსზე ადამიანთა სასწრაფოდ გაგზავნისთვის მთლიანად დააფინანსოს
- +

14 თებერვალი. 2019. 14:57

 

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, NASA-ს მარსზე ადამიანების გასაგზავნად, მთლიანად დაფინანსება შესთავაზა, ოღონდ ეს ტრამპის პრეზიდენტობის ვადაში  უნდა მოესწროს“, -ამის შესახებ გამოცემა „Bizandfinancenews“, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის კლიფ სიმსის წიგნზე დაყრდნობით წერს.

 

„გველგესლების გუნდი: ჩემი 500 ექსტრაორდინარული დღე ტრამპის თეთრ სახლში“, - ესაა წიგნის სათაური, რომელიც 2019 წლის იანვრის ბოლოს გამოვიდა. როგორც იგი იხსენებს, 2017 წლის აპრილში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებთან სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, ტრამპი ღრმა დაინტერესებას გამოხატავდა ადამიანების მარსზე გაგზავნასთან დაკავშირებით, ოღონდ მის პირველ საპრეზიდენტო ვადაში.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NASA-ს წარმომადგენლებთან პრივატული სადილის დროს, ტრამპი მათ აქტიურად ეკითხებოდა მარსზე დაჯდომის შესაძლებლობათა შესახებ. NASA-ს მაშინდელმა ადმინისტრატორმა რობერტ ლაითფუტმა ტრამპს მიუგო, რომ აშშ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2030 წლისკენ გეგმავს.

 

„არის თუ არა რაიმე გზა, რომ ეს ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის მიწურულისკენ მოესწროს? მაგრამ რა მოხდება, თუ მთელ ფულს მოგცემთ, რაც კი ამისათვის გჭირდებათ“? — ჰკითხა ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ლაითფუტს.

 

ლაითფუტმა ტრამპს კიდევ ერთხელ განუმარტა ლოჯისტიკასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რამაც პრეზიდენტი აშკარად გულგატეხილი დატოვა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი