logo_geo
ინდოეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა
- +

15 თებერვალი. 2019. 10:40

ინდოეთში, ქაშმირისა და ჯამუს შტატებში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.

 

ინფორმაციას სააგენტო IANS ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც სამხედრო კოლონა პულვამას ოლქში მიემართებოდა. აფეთქების შემდეგ, ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, სულ კოლონაში 78 ავტომობილი იყო, რომლებსაც ჯამში CRPF-ის 2547 თანამშრომელი გადაჰყავდა.

 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადმა” აიღო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი