logo_geo
ჩინეთის ხელისუფლებამ ევერესტზე საბაზო ბანაკი დახურა
- +

16 თებერვალი. 2019. 01:00

 

 

ჩინეთმა თავის ტერიტორიაზე, მწვერვალზე ასვლის ნებართვის არმქონე ადამიანებისთვის ევერესტის საბაზო ბანაკი დახურა.

 

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მთის ტერიტორიის დასუფთავების მიზნით მიიღო. შეზღუდვის მიხედვით, ნებართვის არმქონე ტურისტებს მხოლოდ მონასტრამდე, 5200-მეტრიან სიმაღლეზე ასვლა შეეძლებათ. ალპინისტების უმრავლესობა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს, ძირითადად ნეპალის მხრიდან ლაშქრავს, თუმცა უკანასკნელ წლებში ევერესტზე ჩინეთიდანაც უამრავი მსურველი ადის.

 

ნეპალისგან განსხვავებით, ჩინეთის საბაზო ბანაკში მოხვედრა ბევრად უფრო მარტივად, ავტომობილითაც შეიძლება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი