logo_geo
მიხეილ გორბაჩოვი: ისე ჩანს, თითქოს მსოფლიო ომისთვის ემზადება
- +

27 იანვარი. 2017. 14:24


 

 

ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი და წიგნის „ახალი რუსეთის" ავტორი მიხეილ გორბაჩოვი  გამოცემა „TIME"-ში საავტორო სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ და სამხედრო გამოწვევებს მიმოიხილავს.


„დღეს მსოფლიო წალეკა პრობლემებმა. პოლიტიკოსები დაბნეულ და გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან.  მაგრამ არც ერთი პრობლემა არ არის დღეს იმაზე უფრო გადაუდებელი, ვიდრე პოლიტიკის მილიტარიზაცია და შეიარაღების ზრდა.

 

დღეს ჩვენი პირველი პრიორიტეტი  სამხედრო შეიარაღების ზრდის შეჩერება  უნდა იყოს.  არსებული სიტუაცია საკმაოდ საშიშია.

 

მეტ ჯარი, ტანკები და ჯავშანსატანკო პერსონალი შემოდის ევროპაში. NATO-სა და რუსეთის სამხედრო ძალები და იარაღი ახლა ერთმანეთს უახლოვდება, რომ რაც შეიძლება კარგად მოარტყან მიზანში.

 

იმ დროს, როცა სახელმწიფოს ბიუჯეტის ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ დააფინანსონ ხალხის პირველადი სოციალური საჭიროებები, სამხედრო ხარჯები იზრდება.

 

ფული ადვილად მოიპოვება კარგი იარაღისთვის, რომელსაც გამანადგურებელი ძალა აქვს.

 

პოლიტიკოსები და სამხედრო ლიდერები საუბრობენ უფრო მეტად მეომარ სახელმწიფოებზე და თავდაცვითი სახის ღონისძიებები უფრო საშიში ხდება. კომენტატორები და ტელეწამყვანები უერთდებიან მებრძოლების გუნდს. ისე ჩანს, თითქოს მსოფლიო ომისთვის ემზადება", - წერს მიხეილ გორბაჩოვი.

 

 

http://time.com/gorbachev    


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი