logo_geo
არგენტინა ემილიანო სალას დაემშვიდობა
- +

17 თებერვალი. 2019. 20:03

 

 

ემილიანო სალას მშობლიურ ქალაქში ფეხბურთელთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა.

არგენტინელები „კარდიფის“ ფეხბურთელს ემილიანო სალას დაემშვიდობნენ, რომლის სხეულის ნაწილები,  თვითმფრინავიდან 7 თებერვალს ამოიტანეს.

 

დამშვიდობების ცერემონიამ სალას მშობლიურ ქალაქ პროგრესოში (სალა იქვე მდებარე სოფელ კულულუში დაიბადა) აიღო სტარტი, იმ კლუბის ტერიტორიაზე, სადაც ბიჭმა კარიერა დაიწყო. ხალხმა შეკრება უკვე დილის 7 საათიდან დაიწყო. ნათესავების, მეგობრებისა და თაყვანისმცემლების გარდა დაკრძალვაზე „კარდიფის“ მწვრთნელი ნილ უორნოკიც მივიდა.

20 იანვარს „კარდიფმა“ დაახლოებით 20 მილიონი ევრო დახარჯა „ნანტის“ ფორვარდზე და სალა უელსური კლუბის სარეკორდო შენაძენი გახდა.

გამომშვიდობების შემდეგ ემილიანოს სასახლე ქალაქ სანტა ფეში გადაიტანეს, სადაც ახლობლების თანდასწრებით კრემაცია ჩაუტარეს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი