logo_geo
ინდოეთის ყველაზე სწრაფი მატარებელი, პრეზენტაციიდან ერთ დღეში გაფუჭდა
- +

18 თებერვალი. 2019. 01:45

 

 

ინდოეთში ყველაზე სწრაფი მატარებელი, რომელიც 16 თებერვალს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდა მოდიმ წარადგინა, ერთ დღეში გაფუჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პირველი რეისი ქალაქ ვარანასიდან დედაქალაქ დელიში უნდა შესრულებულიყო, თუმცა მატარებელი იძულებული გახდა დედაქალაქამდე 193 კილომეტრის დაშორებით მდებარე ერთ-ერთ სადგურზე გაჩერებულიყო.

ინდოეთის რკინიგზის მინისტრის განცხადებით, პრობლემა ბოლო ოთხ ვაგონსა და დანარჩენ მატარებელს შორის კავშირში დაფიქსირებული ხარვეზი იყო. 

მატარებელს 1,128 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და მარშრუტი ორ ქალაქს შორის მგზავრობის დროს ექვსი საათით შეამცირებს. არსებული ინფორმაციით, მატარებელს საათში 180 კილომეტრის განვითარება შეუძლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი