logo_geo
დონალდ ტრამპი: ყალბი და კორუმპირებული მედია ხალხის მტერია!
- +

18 თებერვალი. 2019. 12:40

 

ამერიკული მედია კვლავ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკის ქვეშ ექცევა. აშშ-ის პრეზიდენტის უკმაყოფილება ტელეკომპანია „NBC“-ს იუმორისტულმა გადაცემა „შაბათის ღამის შოუმ“ გამოიწვია, რომელმაც დონალდ ტრამპის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა.

 

ვიდეორგოლში ტრამპის პაროდიას მსახიობი ალეკ ბოლდუინი ასრულებს.

 

„ყალბი და კორუმპირებული მედია ხალხის მტერია! „ეს უსამართლობაა და უნდა იქნას შესწავლილი. ეს არის ნამდვილი შეთქმულება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “Twitter”-ში.

 

 

დონალდ ტრამპის თქმით,  „ენ ბი სი“-ს მსგავსი სატელევიზიო ქსელების შოუები რესპუბლიკელებზე თავდასხმითაა დაკავებული. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საკითხავი ის არის, როგორ უნდა დარჩეს ეს ანგარიშსწორების გარეშე.

 

 

 

big_banner
არქივი