logo_geo
ბრიტანეთში, საკათედრო ტაძარზე უცნობმა პირმა რუსული დროშა აღმართა - კავშირი სერგეი სკრიპალისთან
- +

18 თებერვალი. 2019. 14:09

 

ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერის საკათედრო ტაძარზე, უცნობმა პირმა რუსული დროშა აღმართა. როგორც ადგილობრვი მედია იუწყება, დროშა ღამით ტაძრის იმ ნაწილზე აღმართეს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, დროშა ჩამოხსნეს. როგორც თვითმხილველმა ტელეკომპანია BBC-ს უთხრა, 10-მეტრიანი დროშა კვირას შენიშნა .

 

ტაძრის წინამძღვარმა, ნიკოლას პაპადოპულოსმა, მომხდარს „სულელური საქციელი“ უწოდა, რომელიც ყველას ახსენებს იმ ზიანს, რომელიც ქალაქ სოლსბერის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებულმა პირებმა მიაყენეს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სოლსბერიში, 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.

 

 

 

big_banner
არქივი